ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ბსუ-ს სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ამ ფორმით სასწავლებლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტების თქმით, ე.წ. რუსული კანონის მიღებით ევროპაში საქართველო ვერ შევა.
სასწავლებლის დერეფნებში ისმის შეძახილები „გამოდით, ლექტორებო დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით”.
„ყველა აუდიტორიის კარს გავაღებთ და მოვუწოდებთ გამოვიდნენ! დღეს წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი. გამოდით, შემოგვიერთდით!“- ისმის მოწოდებები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დერეფნებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.