ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “მზიურის პარკისკენ” მსვლელობას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც “ვაკის პარკში” იყვნენ შეკრებილები, ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირის გავლით “მზიურის პარკისკენ” მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეებს გზის მხოლოდ ნაწილი აქვთ დაკავებული, შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი არ არის.
ისინი აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და სკანდირებენ: “კანონი გაიწვიეთ”, “საქართველო”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც “ქართული ოცნება” შეკრებას მართავს.
ამასთან, სამოქალაქო აქტივისტების განმარტებით, ხვალ, პლენარული სხდომის პარალელურად შეიკრიბებიან პარლამენტთან იმისთვის, რომ “პლენარულმა სხდომამ უხმაუროდ არ ჩაიაროს”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.