„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონდამრღვევად ცნო.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, სანდრო ჯოხაძესა და გიგა ბერაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2200-2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
აღნიშნული პირების სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდა, სადაც ჩვენებები სამართალდამცავებმაც მისცეს.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.