ზუგდიდში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

ზუგდიდში, მერიის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გუშინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული ორი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ფრაქცია „ახალის“ წევრის მაია კალანდიას და „დროას“ აქტივისტის მარიამ სიჭინავას საქმის არსებითი განხილვა 13 მაისს გაიმართება.
,,ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან დაცვის მხარეს ფიზიკურად არ გვქონდა და მოკლე დროში შეუძლებელი იყო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვეცვა ჩვენი ინტერესების ქვეშ მყოფი პირები, შესაბამისად მოსამართლემ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ადვოკატმა კესო ჩახაიამ.
სხდომის დასრულების შემდეგ კალანდიამ და სიჭინავამ განაცხადეს, რომ მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
,,არცერთი პოლიციელისთვის დაკავების მომენტში არ გამიწევია წინააღმდეგობა, პირიქით მათ ვუთხარი, რომ მივყვებოდი და არ გამოეყენებინათ ძალა, თუმცა ჩვენ კარგად ვნახეთ დალურჯებები ხელებზე, სისხლჩაქცევები და ვნახეთ, რომ პოლიციამ ჩემს მიმართ გამოიყენა დაკავების მომენტში არაპროპორციული ძალა, ასევე მანქანიდან სამმართველოს შენობაში მისვლამდე პოლიციის უფროსი გამოირჩეოდა ჩემს მიმართ აგრესიით, მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე პოლიციის შენობაშიც გაგრძელდა, დაახლოებით ოთხი პოლიციელი მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვიღაცებს აწყობს, რომ ჩვენ გაგვტეხონ ფსიქოლოგიურად, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ შეგვაშინებენ, ვერ მოგვისყიდიან, ჩემთვის მიზეზი უცნობია რატომ დამაკავეს”, – აღნიშნა ,,დროას” აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა