არქივი23 სექტემბერი, 2026, 15:38
უჩა აბაშიძე: აქციებს, პროტესტს, ყველგან და ყველაფერში - აზრი აქვს, კი. ბოლომდე! - კი გავიმარჯვებთ სახელოვნად! - კი ოღონდ სტოპ: ვინ გავიმარჯვებთ?

ბლოგერი უჩა აბაშიძე:
ეს აქციები უაზრობა გახდა ხო? - ტყუილად ვდგავართ ხო რუსთაველზე?
არა, მე არ ვიგონებ ამ კითხვას, 1700-ჯერ წავიკითხე/მომწერეს და გაისმა TV-ში. ბევრს აწუხებს ეს კითხვა და ვისაც არ აწუხებს, მარა პასუხი არ აქვს და ჩხუბით პასუხობს, - თავს იტყუებს, რო არ აწუხებს.
პასუხი ასეთია:
თავიდან კედელს უროს ვურტყამდით, ეხლა დაღლილ-დაქანცულები, მუშტს ძლივს ვუბრახუნებთ, აზრი აქვს?
თავიდან კედელი იყო სუფთა, ლამაზი, მყარი და მბზინავი შპალერით (2019-ში ეს). ახლა დარჩენილია შპალერ-ჩამოფხრეწილი, გაჯ-ჩამოყრილი, აქა-იქ აგურ-ამომტვრეული, ჩამობრეცილი და ჩამომპალი, ძლივს იკავებს სახურავს. მარა ჩვენც უროს ძალას ვეღარ ვიკრებთ და მუშტსაც დაღლილად, ძლივს ვიქნევთ. აზრი აქვს?
ზოგადად - სანამ ოდნავ მტვერს მაინც ვაყრევინებთ თითო შეხებაზე - აზრი აქვს, კი. მარა კიდევ უფრო მეტი აზრი აქვს - იმიტო, რო შერემონტებას ვერ იწყებენ. სანამ ჩვენ თავს არ ვანებებთ - კედელი რჩება ჩამომპალ-ჩამოხეულ-ჩაბრეცილი და შეკეთებას ვერ ახერხებენ. მეტიც - ხან, მოულოდნელად, დიდი ხნის შერყეული აგურიც ტყდება, ზოგი.
მაგრამ ჩემი კითხვა ასეთია: და კედელს რო ვანგრევთ, - რითი ვცვლით? დიდი ხანია კედელი ისე ჩამოიზნიქა - რამე მზიდი სვეტი რო დაგვედგა ჩვენ - ჭერი უკვე მას ეკავებოდა და კედელი გადავარდებოდა საერთოდ.
საქმე იმაში არაა - რო ქოცები არ დასუსტდნენ, არ აირიენ, არ დაიფანტნენ და არ დაერივნენ ერთმანეთს.
ყველაფერი ეგ მოხდა. პროტესტმა ქნა ეგ ყველაფერი - კი. და რო ვერ ლაგდებიან, ვერ მშვიდდებიან და უარესი და უარესი ემართებათ - ეგეც იმის დამსახურებაა - რო არ ვეშვებით.
აქციებს, პროტესტს, ყველგან და ყველაფერში - აზრი აქვს, კი.
ბოლომდე! - კი
გავიმარჯვებთ სახელოვნად! - კი
ოღონდ სტოპ: ვინ გავიმარჯვებთ?
დასტოპდით და მიმოიხედეთ აბა - დიდი ხანია წააგო ქოცეთმა. დიდი ხანია - ქოცები ის აღარაა, ვინც ქოცები იყვნენ. თვითონაც ვეღარ ცნობენ საკუთარ თავებს და ერთმანეთს.
ჩვენი პრობლემა იმაში არაა - რო ვერ გავიმარჯვეთ.
ჩვენი პრობლემა იმაშია - რო “ვინ“ გავიმარჯვეთ?
ვინ გინდათ რო მოიგოს? - შეთანხმდით ვინ - და ჩათვალეთ კაი ხანია მოიგო იმან უკვე.
პროტესტის შეკრებას და მუშტის მონოტონურ რტყმას - მინიმუმ ის აზრი აქვს - რო რემონტს და შელამაზებას ვერ იწყებენ.
მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევთანხმდით “ვინ“ - თუ ამ პროტესტმა არ შექმნა სუბიექტი (ადამიანი არა, სუბიექტი, ორგანიზაცია - გასაგები და მისაღები იერარქია) - მაშინ მართლა ტყუილად ვაბრახუნებთ ამდენი ხანია.
აბსურდი დაგვემართა - ჩამოვშალეთ ქოცები და არ ვიცით “ვინ ჩვენ“ მოვიგეთ. ჩამოიღუნა სახურავი და სვეტი არ გვაქ რო შევუყუდოთ.
და ეხლა ვაგრძელებთ მონოტონურად ბრახუნს - და თუ სუ ბოლომდე არ ჩამოგვემხო კედელიც და სახურავიც - თავებს დავითრგუნავთ: ეჰ, ვერ დავანგრიეთო. და თუ მთლად დავანგრიეთ - მერე? - თქვენ გგონიათ რო დაინგრევა - მერე გამოჩნდება “ვინ ჩვენ“ მოვიგეთ?
კიდევ ვიმეორებ - თუ ეს პროტესტი, აქტივიზმი, ერთმანეთის გაცნობა და მონდომება ვერ შექმნის, ვერ შეგვათანხმებს - “ესენი რო არა - მაშინ ვინ“, და ნაცვლად ამისა - ერთმანეთის დაჭმით, ჩხუბით, კბენით ვიქნებით გართულები - მაშინ ჯერ ერთი მართლა ძაან გართულდება სუ ბოლომდე რო გადაიქცეს ეს კედელი, და მერე ხალხიც კი შეგვიძულებს ბოლოს - რისთვის ანგრევდით, თუ თქვენითაც არ იცოდით - რითი ანაცვლებდითო?
საერთაშორისო ისტორიის სტანდარტებით, ჩვენ უკვე მოვიგეთ.
ჩვენ ვერ ვთანხმდებით, ვერ ვიფიქრებთ, ვერ ვქმნით - ვინ ვართ ის “ჩვენ“ - ვინც მოიგო. და ამით ვიწამებთ საკუთარ თავებს.
იდეაში აქტივიზმი, აქციები, უნდა ქმნიდეს ბირთვს, ძალას, ენერგიას - რომელიც თავის თავზე იტყვის “ჩვენ“-ო და მთელი ქვეყანა მზადაა, კაი ხანია უკვე, დათანხმდეს ნებისმიერ “ჩვენ“-ზე, ნუ გარდა “ოღონდ ესენი არა“-სი.
ნებისმიერი, საშუალო ქართველი გპასუხობს “კი, დავინახე რო ამათი გაჩერება აღარ შეიძლება, მარა აბა ვინ?“
ვსო, ჩვენ ვანგრევთ კედელს, და არ ვიმჩნევთ - რო მიზნის 80% უკვე მიღწეულია, ახლა ჩვენვე ვართ ჩვენი თავის მთავარი პრობლემა, რო: კაი, მარა ვინ?
“აი სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და ხალხი ხმას ვისაც როგორ მისცემს“
- OK, მარა შენ ვის უჭერ მხარს? - მირჩიე.
-მე არ ვიცი, არცერთი არ მევასება
WTF იმენნა?!
ასე ხო არ შეიძლება არა? - ანარქისტები ვართ, თუ რა ხდება? - როგორ შეიძლება ოპოზიციური პოლიტიკური აქტივისტი იყო - და “შენ ვის მირჩევ?“-ზე პასუხს ვერ სცემდე? - სიგიჟეა.
სინამდვილეში არჩევანი - ახლა უნდა მოხდეს. პასუხი ეხლავე უნდა გვქონდეს. ჯერ - ყველას ჩვენ-ჩვენი და მერე ერთმანეთს უნდა დავუთმოთ - და ყველას ერთი პასუხი გვქონდეს. და მორჩება.
ან ამ მოძრაობამ ახალი უნდა შექმნას რამე, გასაგები და ერთმნიშვნელოვანი “ჩვენ“ - რომელმაც უკვე მოიგო. ან არსებულზე უნდა მოვრიგდეთ, რო ესენია “ჩვენ“ – “დასაწყისისთვის წავა“.
“მეც არ ვიცი, მეც ყველა მძულს“ - აბა რანაირად?!
აქციებს აზრი აქვს, მარა უ-“ვინ“-ობა გვღუპავს.
2026.09.13
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.