უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.
12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (115-112; 113-114; 114-113) გამარჯვება უსიკს მიანიჭეს და ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.
ეს ბრძოლა 17 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უსიკის ტრავმის გამო გადაიდო, დღეს გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია - დარბაზში ანდრეი შევჩენკო, კრიშტიანო რონალდო, ნეიმარი, სტივენ ჯერარდი და სხვა ცნობილი პიროვნებები იმყოფებოდნენ.
ფიურიმ განაცხადა,
რომ სინამდვილეში მან მოიგო, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება მეტოქის ქვეყანას მიანიჭეს.
კონტრაქტით გათვალისწინებული მათი მეორე ბრძოლა 13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.