ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ბრძოლა მოაგებინეს, რადგან უკრაინაში ომია" - ფიური უსიკთან მარცხის შემდეგ [VIDEO]

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ ფიურიმ განაცხადა, რომ გამარჯვებას თავად იმსახურებდა, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ომია, მსაჯებმა უსიკს მოაგებინეს.
"მისი ქვეყანა ომშია, ხალხი კი გვერდში უდგას მას, ვის ქვეყანაშიც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ბრძოლა მე მოვიგე", - განაცხადა ფიურიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.