ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირზე და ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, 2 400-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უხანგრძლივებს
“ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე.
ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებს 2 400-მდე ფიზიკურ პირზე და ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, მათ შორის:
მოგზაურობის აკრძალვა;
აქტივების გაყინვა;
დაფინანსების/რესურსების აკრძალვა.
ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, გადამწყვეტია” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში