არქივი1 მაისი, 2024, 19:06
ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს
საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
„თვალს ვადევნებ ვითარებას საქართველოში დიდი წუხილით და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს“, - წერს ფონ დერ ლაიენი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.