არქივი1 მაისი, 2024, 20:23
საქართველო გზაგასაყარზეა, ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით ეხმაურება. რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს.
ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.