ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას 1,8 მილიარდ ევროს გამოუყოფს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში სამუშაო ვიზიტის დროს.
"ჩვენ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თქვენს ეკონომიკაში 1,8 მილიარდ ევროს ჩავდებთ. ჩვენ ამ ინვესტიციას მოვახმართ ისეთ სექტორებს, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასა და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვას პრეზიდენტთან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა, მაგალითისთვის, მოხმარდება მოლდოვაში სკოლების რეაბილიტაციას, ქალაქებში ბელცი და კაჰული ორი ახალი საავადმყოფო აშენებას, კიშინიოვი-იაში-ოდესას დამაკავშირებელი გზის მშენებლობასა და ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესებას.
წყარო: tia.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.