არქივი30 დეკემბერი, 2025, 16:26
ურსულა ფონ დერ ლაიენი - კარგი დისკუსია მქონდა ევროპელ ლიდერებთან უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ - უკრაინული სახელმწიფოს კეთილდღეობა ევროკავშირში გაწევრიანებაშია, ეს უსაფრთხოების მთავარი გარანტიაცაა

დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის რეკონსტრუქციის შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„საბოლოო ჯამში, თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს კეთილდღეობა ევროკავშირში გაწევრიანებაშია. ეს თავისთავად უსაფრთხოების მთავარი გარანტიაცაა“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ბლოკში გაწევრიანება მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის არ არის სასარგებლო, რომლებიც მას უერთდებიან, არამედ ამით მთელი ევროპა სარგებლობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.