ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავაგრძელებთ კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისადმი მხარდაჭერას

2026 წელს ევროკომისია გააგრძელებს კრემლზე ზეწოლის შენარჩუნებას, უკრაინისადმი მხარდაჭერას და ინტენსიურად იმუშავებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.
„მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საერთო მიზნისკენ - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით და რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, როგორც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს“, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.