– ვულოცავ კაროლ ნავროცკის, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას გააგრძელებს

ევროკომისიის პრეზიდენტი, „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” დირექტორს, კონსერვატორ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ კაროლ ნავროცკის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ყველანი ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ – მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის