ირაკლი კობახიძე – ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას – საქართველო მზად არის გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა

ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური კაროლ ნავროცკის წარმატებას უსურვებს და საქართველოს სახელით მზადყოფნას გამოთქვამს, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში.
„კაროლ ნავროცკის წარმატებას ვუსურვებ პოლონეთის უწყვეტი განვითარების, კეთილდღეობისა და პოლონელი ხალხის მისწრაფებების შესრულების გზაზე. საქართველო კვლავ ადასტურებს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობას და მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა