ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაყინული რუსული აქტივების საკითხის განსახილველად გერმანიის კანცლერსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაყინული რუსული აქტივების საკითხის განსახილველად გერმანიის კანცლერსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი გაყინული რუსული აქტივების საკითხის განსახილველად გერმანიის კანცლერსა და ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ბარტ დე ვევერთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა.
„აღვნიშნეთ, რომ უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას ევროპული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით ბელგიის პოზიციის უარყოფა არ შეიძლება და ეს ისე უნდა მოგვარდეს, რომ ყველა ევროპულმა სახელმწიფომ ერთნაირი რისკი აიღოს. შევთანხმდით, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომაზე კონსენსუსის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
შეგახსენებთ, ბელგია, რომლის ტერიტორიაზე რუსეთის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 189 მილიარდი ევრო) ინახება, რეპარაციულ სესხთან დაკავშირებით ევროკომისიის გეგმას მხარს არ უჭერს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.