ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგია გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას დასთანხმდა, კონკრეტული პირობების სანაცვლოდ

ბელგია გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას დასთანხმდა, კონკრეტული პირობების სანაცვლოდ

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, მხარი დაუჭიროს რუსული გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას, თუ მათი კონკრეტული პირობები შესრულებდება,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს.
ოფიციალური ბრიუსელის მოთხოვნები შემდეგია:

•ევროკავშირმა უზრუნველყოს იურიდიულად სავალდებულო და უპირობო გარანტიები „რეპარაციების“ სესხისთვის;
•ევროკავშირმა გაზიაროს ყველა პოტენციური სამართლებრივი რისკი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის;
•უზრუნველყოფილი იყოს ყველა ქვეყნის მონაწილეობა, სადაც რუსული აქტივებია გაყინული, რაც ნიშნავს, რომ უკრაინისთვის სესხი კოლექტიურად უნდა იყოს მხარდაჭერილი აღნიშნული აქტივებით.
წყაროს ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მზადაა შეასრულოს აღნიშნული პირობები, თუმცა ბელგია ოფიციალურ დადასტურებასა და მხარდაჭერას ელოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან.
ცნობისთვის, აქამდე ბელგიის პოზიცია იყო, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა სამშვიდობო შეთანხმებას ჩაშლიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.