ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ - მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია

ურსულა ფონ დერ ლაიენი - გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ - მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია

გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, რომ ჩვენი მუშაობა (გაფართოების შესახებ) კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რათა მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი „დემოკრატიების საზოგადოებაა“ და შესაბამისად, ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ.
„ჩვენ ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ ვისწრაფვით, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და ყველას, რომელთა ევროპული მისწრაფებებიც მათ ქმედებებს შეესაბამება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.