ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისრის ცალკე თანამდებობა შეიქმნება

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისრის ცალკე თანამდებობა შეიქმნება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისრის ცალკე თანამდებობა შეიქმნება.
„მსურს, რომ ჩვენი მუშაობა გაფართოების მიმართულებით კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომდევნო შემადგენლობაში გაფართოება უნდა იქცეს მუდმივ საქმიანობად, რაც საშუალებას მოგვცემს, მას სრული ყურადღება დავუთმოთ. სწორედ ამიტომ დავნიშნავ სპეციალურ კომისარს გაფართოების საკითხებში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ, მოუწევთ საჭირო რეფორმების განხორციელება.
„ჩვენ გვსურს ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპა, რომელიც მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს, ასევე უკრაინასა და მოლდოვას ჩვენს ევროკავშირში, და ყველას, ვისი ევროპული მისწრაფებებიც შეესაბამება მათ ქმედებებს“, – დასძინა ფონ დერ ლაიენმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.