– არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს

არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ნებისმიერმა სანდო და მდგრადმა სამშვიდობო გეგმამ, პირველ რიგში, მკვლელობები და ომი უნდა დაასრულოს, ისე, რომ მომავალი კონფლიქტის საფუძველი არ შექმნას“, – აცხადებს .
მისი თქმით, ევროპელი ლიდერები „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ასევე, უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე შეთანხმდნენ“.
„მინდა სამი მათგანი აღვნიშნო. პირველი – არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს. მეორე – არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების წინაშე დაუცველს გახდის და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებასაც ძირს გამოუთხრის. მესამე – უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის ცენტრალური როლი სრულად უნდა აისახოს. უკრაინას თავისი მომავლის ასარჩევად თავისუფლება და სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს. მათ ევროპული მომავალი აირჩიეს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება