ემანუელ მაკრონი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე - 28-პუნქტიან წინადადებას განმტკიცება სჭირდება - არ შეიძლება საზღვრები ძალის გამოყენებით შეიცვალოს და უკრაინა დაუცველი არასდროს უნდა დარჩეს

28-პუნქტიან წინადადებას განმტკიცება სჭირდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ჩვენ, ევროპელ და „დიდი შვიდეულის“ პარტნიორებთან ერთად, უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად აშშ-ის ძალისხმევას მივესალმებით. ეს ერთ რამეს ადასტურებს: მშვიდობა ყველას სურს რუსეთის გარდა, რომელიც უკრაინის დაბომბვას აგრძელებს. 28-პუნქტიანი წინადადება უნდა განმტკიცდეს. არ შეიძლება საზღვრები ძალის გამოყენებით შეიცვალოს და უკრაინა დაუცველი არასდროს უნდა დარჩეს“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
მისი თქმით, მოკავშირეებთან ერთად უკრაინასთან და აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებს.
„ევროკავშირის ან ნატო-ს შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მათი წევრების თანხმობა სჭირდება. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მყარია. მთელი ევროპის უსაფრთხოება და თავისუფლება სასწორზე დევს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.