არქივი13 იანვარი, 2025, 14:08
უოლკერი "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა

ჟურნალისტ ბენ იაკობსის ინფორმაციით, "მილანი" "სიტის" მცველ კაილ უოლკერის შეძენასთან ახლოსაა. 34 წლის ფეხბურთელი "როსონერისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და მანჩესტერულ გუნდში უკვე აღარ ვარჯიშობს.
გავრცელებული ცნობით, ვეტერანმა მცველმა იტალიურ გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.
მიმდინარე სეზონში უოლკერმა პრემიერ ლიგის 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.