ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვარაცხელია იანვარში პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - Il Roma ექსკლუზიურ და აქამდე უცნობ ინფორმაციას ავრცელებს

კვარაცხელია იანვარში პსჟ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა - Il Roma ექსკლუზიურ და აქამდე უცნობ ინფორმაციას ავრცელებს

იტალიურმა Il Roma-მ დღეს დილას აქამდე უცნობი ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. აღნიშნული წყაროს ცნობით, "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამ ზამთარს დიდი ალბათობით, პსჟ-ის მიაშურებს.
Il Roma წერს, რომ ნეაპოლში "პარტენოპეის" სპორტული დირექტორის ჯოვანი მანას, ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლების მამუკა ჯუღელისა და კრისტიანო ძაკარდოს შეხვედრა პარიზული გუნდის ხელმძღვანელებთან შედგა.
ფრანგული მხარე მზადაა, გარიგება რამდენიმე დღეში დახუროს და ტრანსფერის წინააღმდეგი არც "ნაპოლია". იტალიელები ხვიჩას ახლავე 80 მილიონ ევროდ შეელევიან, ასევე შემდეგი გაყიდვიდან პროცენტი სურთ.
პარიზელები კი მზად არიან, რომ 60 მილიონი ევრო ახლავე
გადაიხადონ და ფეხბურთელს სეზონურად 8 მილიონი ევროს გასამრჯელო დაუნიშნონ. მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
Il Roma წერს იმასაც, რომ "ნაპოლის" ქართველის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და "ლივერპულიდან" ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე უკვე მუშაობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.