ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული. სრული, სრული მობილიზება არის ჩვენი ვალი” – ელენე ხოშტარია

“უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული. სრული, სრული მობილიზება არის ჩვენი ვალი” – ელენე ხოშტარია

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
“განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო! ეს არის ანტიეროვნული, ანტიისტორიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედება. “ოცნებაზე” ლაპარაკს ვერავის ვაკადრებ, მათგან ეს უკიდურესად ლოგიკურია. მთავარი პასუხისმგებლობა ახლა ჩვენზეა. უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული. სრული, სრული მობილიზება არის ჩვენი ვალი. სხვა შემთხვევაში, ხმის ამოღების უფლებაც არ გვექნება. დიდი მადლობა ილიას და სოხუმის უნივერსიტეტებს საქართველოს ღირსების დაცვისთვის. მათი პრინციპული, ეროვნული პოზიციისთვის. ეს ტვირთი მხოლოდ მათი არ არის, ყველამ, ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ამ ურდოსგან. ბოლომდე!” – წერს ელენე ხოშტარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.