ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ - არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ - არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია:
„განათლებას აუქმებენ - არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!
ეს არის ანტიეროვნული, ანტიისტორიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ქმედება.
„ოცნებაზე“ ლაპარაკს ვერავის ვაკადრებ, მათგან ეს უკიდურესად ლოგიკურია. მთავარი პასუხისმგებლობა ახლა ჩვენზეა. უნივერსიტეტების დათმობა იქნება ჩვენი დანაშაული. სრული, სრული მობილიზება არის ჩვენი ვალი. სხვა შემთხვევაში, ხმის ამოღების უფლებაც არ გვექნება.
დიდი მადლობა ილიას და სოხუმის უნივერსიტეტებს საქართველოს ღირსების დაცვისთვის. მათი პრინციპული, ეროვნული პოზიციისთვის. ეს ტვირთი მხოლოდ მათი არ არის, ყველამ, ყველამ უნდა დავიცვათ ქვეყანა ამ ურდოსგან. ბოლომდე!“, — წერს ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.