უნგრეთმა, შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დაბლოკოს

უნგრეთის პრემიერმინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება.
მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ევროკომისიის 8 ნოემბერის რეკომენდაცია არ უნდა გაითვალისწინონ. ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, სთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
“ევროპული საბჭო არ არის იმ პოზიციაზე, რომ შეთანხმდეს გაფართოების პროცესის მომავალზე, თუ არ იქნება კონსენსუსი უკრაინის მიმართ ჩვენს მომავალ სტრატეგიაზე”, – წერს ორბანი.
ლიდერები 14-15 დეკემბერს შეიკრიბებიან, სადაც გადაწყდება, გადავლენ თუ არა უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე. ამავე შეკრებაზე გადაწყდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი.