ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია“ - შარლ მიშელი

„გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესმა ზოგჯერ შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუმცა, „საჭირო სამუშაო - განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, უნდა გაგრძელდეს.
„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში, მოულოდნელად არ ხდება. გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, - ამბობს შარლ მიშელი.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.