უნგრეთის საიდუმლო სამსახურები ევროკავშირის წარმომადგენლებს უთვალთვალებდნენ: ჟურნალისტური გამოძიება

უნგრეთის სპეცსამსახურები ბუდაპეშტში მყოფ ევროკავშირის წარმომადგენლებს უთვალთვალებდნენ, ჩხრეკდნენ მათ სასტუმროს ნომრებს და უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა გამოძიება, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს ბელგიური გაზეთის De tijd-ისა და უნგრეთის საგამოძიებო ცენტრ Direkt36-ის ჟურნალისტებმა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა მტკიცებით, უნგრეთის საინფორმაციო ბიურო, საგარეო დაზვერვის ანალოგი, უთვალთვალებდა ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტომ, OLAF-ის თანამშრომლებს, რომლებიც 2015-2017 წლებში მივლინებით იმყოფებოდნენ უნგრეთში,
ევროპული საგამოძიებო ორგანიზაციის თანამშრომლები მაშინ დაინტერესებული იყვნენ უნგრეთის კომპანია Elios-ით, რომლის მფლობელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სიძე, იშტვან ტიბორჩია. Elios-ი იღებს სახელმწიფო შეკვეთებს საქალაქო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაც მოიცავს ქალაქის განათებას და ტრანსპორტსაც. OLAF-ის თანახმად, კონტრაქტებში, რომელიც კორუფციული სქემებითა და მეთოდებით უნდა ყოფილიყო მოპოვებული, ძალიან იყო გაზრდილი ფასები. 2018 წელს OLAF-მა რეკომენდაციას მისცა ევროკავშირს, რათა მოეთხოვა უნგრეთისგან ბუდაპეშტის მეტროს განვითარებისთვის ევროკავშირისგან მიღებული 283 მილიონი ევროს სუბსიდიის უკან დაბრუნება, რადგან უნგრულ კონტრაქტებში ფულის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ნიშნები აღმოჩნდა.
გამოცემა Politico-მ უნგრეთის ხელისუფლებას მიმართა გამოძიებაში ნახსენები დასკვნების კომენტარი.
მაგრამ ვიქტორ ორბანის პრესმდივანმა ბერტალან ჰავაშიმ “პოლიტიკოს” განუცხადა, რომ ის “არ აკეთებს კომენტარს ყალბ ამბებზე.”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს