ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უნგრეთის საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

13
ხმების საბოლოოდ დათვლის შემდეგ უნგრეთში პეტერ მადიარის პარტიამ პარლამენტში იმაზე მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე აქამდე იყო დათვლილი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, მადიარის პარტიამ, „ტისამ” 199-ადგილიან პარლამენტში 141 ადგილი მოიპოვა. მედიის ცნობით, წინასწარი დათვლის თანახმად, „ტისა” პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებდა, ყველა ხმის დათვლის შემდეგ კი ეს რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ვიქტორ ორბანის პარტიას, „ფიდესს“ პარლამენტში 52 ადგილი ექნება, პარტია „ჩვენს სამშობლოს“ კი – 6.
აღსანიშნავია, რომ, ამ მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.