პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადიარმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა

მადიარმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, უნგრეთში Závecz Research-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა | 7-9 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის თანახმად შედეგები ასე გადანაწილდა:
• ოპოზიციური პარტია Tisza - 54%
• ორბანის პარტია Fidesz - 40%
🔻 ცნობილია, რომ კვლევის ფარგლებში გამოკითხულია 1 000 რესპონდენტი. კვლევის შედეგები ტელეკომპანია ATV-ის საარჩევნო ეთერში წარადგინეს
🔻 18:30 საათის მონაცემებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,8%-ია. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, 2022 წელს იგივე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 67,08% იყო, 2018-ში 68,13%, 2014-ში კი 60,08%. უბნების დახურვის შემდეგ არ გამოცხადებულა ეგზიტპოლების შედეგები - ქვეყანაში ოფიციალური ეგზიტპოლები არ ჩატარებულა. ხმების დათვლის შემდეგ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან [თბილისის დროით 22:00 საათი] დაიწყება

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.