უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს

უნგრეთის პრეზიდენტის მოვალეობას ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს.

უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის, აგნეშ ფორსტოფერის ცნობით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილების ვადა 20 ივლისს იწურება.

აგნეშ ფორსტოფერი პრეზიდენტის მოვალეობას ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებს.

„ამ საპასუხისმგებლო სახელმწიფო ამოცანას უნგრეთის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური მოწყობის შესაბამისად, ამ თანამდებობისთვის შესაფერისი ღირსების გათვალისწინებით და ჩემი ცოდნისა და უნარების ფარგლებში შევასრულებ. ამ გარდამავალ პერიოდში ყველა ღონეს ვიხმარ, რათა დაკისრებული ამოცანები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შევასრულო“, – განაცხადა ფორსტოფერმა.

ცნობისთვის, 18 ივლისს უნგრეთის პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებს. შუიოკი უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2024 წლიდან იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…