ულებადამცველი გიორგი დავითური დაიჭირეს – ქუჩა–ქუჩა დასდევდნენ

გამთენიისას, აქციის დარბევის შემდეგ, უფლებადამცველი გიორგი დავითურიც დააკავეს. დავითური ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია.
აქციცის მონაწილეების დაშლა ძალოვანებმა დილის 6:30-ზე დაიწყეს. საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირიდან, კოსტავას გამზირისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს გაეკიდნენ, ნაწილი რუსთაველის გამზირზევე დააკავეს და სცემეს, ნაწილი – ჭავჭავაძეზე. ადამიანებს მისდევდნენ მეტროებშიც, რამდენიმე თავისუფლების მეტროში დააკავეს.
როგორ დასდევდნენ ქუჩებში ადამიანებს, ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება:
http://
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.