ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევისას დაიჭირეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი

რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევისას დაიჭირეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი

2 დეკემბერს დილით რუსთაველის მეტროში მოქალაქეების დარბევის დროს დაიჭირეს „მაუწყებლის“ ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი.
გიორგი ჩაგელიშვილის დაკავებას სხვადასხვა მედიის კადრებში მოხვდა. როგორც კადრებში ისმის გიორგი ჩაგელიშვილი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ჟურნალისტია, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც დააკავეს.
დღეს გამთენიისას პოლიციელი თავს დაესხა მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ის ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.