უკრაინულმა სპეცრაზმმა ხმელთაშუა ზღვაში დაარტყა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს – მედია

უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იუწყება ხმელთაშუა ზღვაში ჩატარებული „ახალი უპრეცედენტო ოპერაციის“ შესახებ.
დამოუკიდებელი გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წარმომადგენელზე დაყრდნობით 19 დეკემბერს წერს, რომ სპეცოპერაციების ჯგუფმა „ალფამ“ უკრაინის ნაპირებიდან 2 ათასი კილომეტრით დაშორებულ რაიონში, ხმელთაშუა ზღვის ნეიტრალურ წყლებში უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერ QENDIL-ს, რომელსაც იყენებს სანქციებისთვის გვერდის ავლით ნავთობით ვაჭრობისთვის.
წყაროს თანახმად, ტანკერმა კრიტიკული დაზიანებები მიიღო და თავისი დანიშნულებით ვეღარ გამოიყენებენ. მისივე ცნობით, სპეცოპერაციის მომენტში ტანკერს ტვირთი არ გადაჰქონდა, ამიტომ მასზე შეტევა ეკოლოგიურ საფრთხეს არ ქმნიდა.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ტანკერს იყენებდა სანქციებისთვის გვერდის ავლით შემოსავლების მისაღებად, ეს შემოსავალი კი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გამოიყენება, ამიტომ ომის კანონებისა და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კანონიერ სამიზნეს წარმოადგენდა.
marinetraffic-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ომანის დროშით მცურავი ტანკერი QENDIL-ი გასულ ღამით იმყოფებოდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში და 19 დეკემბრის მეორე ნახევარშიც იქ რჩებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს