ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და დამატებით 41 გემს პორტებში შესვლა აუკრძალა.
„აღნიშნული ნაბიჯის მიზანს პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში შემავალი ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რომლებიც ნავთობის ფასებზე ლიმიტს გვერდს უვლიან და რუსეთის ენერგოსექტორს მხარს უჭერენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დასანქცირებული რუსული გემების რაოდენობა 600-მდე გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.