უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის როსტოვის ოლქში სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, 29 ივლისის ღამეს, რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ სალსკს თავს დრონები დაესხნენ.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა დაადასტურა.
„ხანძარი რკინიგზის სადგურზე გაჩნდა, სამგზავრო მატარებელი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ხანძრის ჩაქრობაში 45 ადამიანი და 12 ერთეული ტექნიკაა ჩართული“, – განაცხადა სლიუსარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ