არქივი27 ივლისი, 2025, 10:26
მედია - უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე ელექტროქვესადგურს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ „დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზასთან დამაკავშირებელი ქსელისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა“.
„ტელეგრამ“ არხის, Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი ელექტროქვესადგურს გაუჩნდა.
ასევე, „როსავიაციის“ ცნობით, ვოლგოგრადის აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.