ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინულმა დრონებმა ბერდიანსკის პორტში რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სამხედრო ნაწილები თავს დაესხნენ რუსულ სატვირთო გემ „ლეონიდ პესტრიკოვს“, რომელიც დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების 422-ე ცალკეულ პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გემი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

30 მაისის ღამეს, უპილოტო სისტემების ძალების დრონებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერსა და ნავთობბაზას, ასევე ოკუპირებულ ფეოდოსიაში, ყირიმში, საზღვაო ნავთობის ტერმინალს შეუტიეს.

უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, მაიორმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ, ასევე განაცხადა, რომ 30 მაისის ღამეს, რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სამხედრო აეროდრომზე, უკრაინელებმა ერთი „ისკანდერი“ და ორი „ტუ-142“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.