ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა

უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების მე-14 პოლკი რუსულ სამიზნეებზე იერიშისთვის დრონებს ამზადებს14 Окремий Полк БпАК / Telegramუკრაინის არმიამ 6 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მე-3 პოლკის დრონების პილოტებმა საჰაერო კონტროლი დაამყარეს რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ სახმელეთო მარშრუტზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს უკავშირდება.
უკრაინული მხარის ცნობით, დრონებს ახლა მელიტოპოლის გასწვრივ რუსული აღჭურვილობისა და ლოჯისტიკური რესურსების მიზანში ამოღება შეუძლიათ. უკრაინის სამხრეთში მდებარე ჩონჰარის მარშრუტი, რომელიც ყირიმს უკავშირდება, რუსეთის მიერ ოკუპირებული 2014 შემდეგ არის.
"ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო მეტიც იქნება." – აღნიშნა უკრაინულმა არმიამ და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აღნიშნულ მარშრუტზე დრონებით მიტანილ დარტყმებს ასახავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.