უკრაინული ჯარები სლავიანსკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები იტყობინებიან. მათ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსებმა სლავიანსკის აღმოსავლეთით მდებარე დასახლება ოზერნოეში პოზიციები დაბომბეს, რაც ამ რაიონში უკრაინული ძალების ბოლოდროინდელ წინსვლაზე მოწმობს. ეს ასევე უარყოფს რუსეთის მტკიცებას, რომ მათი ძალები ოზერნოეს დასავლეთით პოზიციებს აკონტროლებენ.




