უკრაინული მხარის ინფორმაციით, შაბათ-კვირას რუსული საზღვაო ძალების ოთხი ხომალდი დააზიანეს
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში შაბათ-კვირის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი რუსული საზღვაო ხომალდი დააზიანეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ადრე განაცხადა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში განხორციელებულმა თავდასხმის შედეგად ორი სადესანტო ხომალდი: „იამალი“ და „აზოვი“ დააზიანეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა (ასევე) წარმატებით დააზიანა ხომალდი „ივან ხურსი“ და დიდი სადესანტო ხომალდი „კონსტანტინე ოლშანსკი““, - აღნიშნულია სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.
უკრაინა აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დაახლოებით მესამედი გაანადგურეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.