უკრაინული მედია – უკრაინის უმაღლესმა რადამ მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით ცვლილებებს და მრავალმოქალაქეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი 243-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ირინა გერაშჩენკოს ცნობით, კანონპროექტი უკრაინის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პირობებს უზრუნველყოფს, რომლებიც რუსეთის აგრესიით გამო იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და ასეთი პირებისთვის უკრაინის მოქალაქეობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის აფართოებს გარკვეული კატეგორიის უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირებისთვის, რომლებიც უკრაინის სხვადასხვა სამხედრო სტრუქტურებში მსახურობენ. დამატებით, კანონპროექტი მრავალმოქალაქეობის შემთხვევებსა და უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლებს ადგენს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კანონპროექტს უკრაინის კონსტიტუციის, ისტორიისა და უკრაინული ენის ცოდნის შესამოწმებლად სავალდებულო გამოცდის შესახებ პუნქტები დაემატა.
ცნობისთვის, მრავალმოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას 2024 წლის იანვარში წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)