ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი გენერალური პროკურორი დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალი გენერალური პროკურორი დანიშნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კრავჩენკოს კანდიდატურის სასარგებლოდ 273-მა სახალხო დეპუტატმა მისცა ხმა.
გენერალურ პროკურორად არჩევამდე რუსლან კრავჩენკო სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე რუსლან კრავჩენკოს კანდიდატურა უმაღლეს რადას გუშინ წარუდგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.