ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

უკრაინული მედია - რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის დედაქალაქ კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსების თავდასხმის შემდეგ ხანძარი სვიატოშინსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობას, ხოლო დარნიცკის რაიონში კერძო სახლს გაუჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად სვიატოშინსკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.