არქივი5 აპრილი, 2025, 11:36
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 92 დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 92 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ოლქებში 51 დრონი ჩამოაგდო.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსების მიერ გაშვებული 31 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე.
რუსეთის თავდასხმის შედეგად სუმის, დონეცკის, ხარკოვის, კიევისა და ჟიტომირის ოლქები დაზარალდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.