პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინას 164 დრონით და ერთი ბალისტიკური რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 164 დრონით და ერთი ბალისტიკური რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას ერთი ბალისტიკური რაკეტითა და 164 დრონით შეუტია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 9:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში ჩამოაგდეს და ჩაახშეს შაჰედის, გერბერას და სხვა ტიპის 137 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსული ძალების მიერ გაშვებული „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტისა და 27 დრონის დარტყმა 9 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებმა, უპილოტო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.