ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსებმა დნიპროს დაარტყეს - არის მსხვერპლი

უკრაინული მედია - რუსებმა დნიპროს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა დნიპროს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, ღამით რუსულმა ძალებმა დნიპროზე კომბინირებული იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
„მაღალსართულიანი შენობა და სამრეწველო საწარმოები დაზიანდა. ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრშიც“, - აცხადებს ლისაკი.
ლისაკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნიპროს თავზე 7 რაკეტა და 26 დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.