ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოდესის მერი - რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს - არის მსხვერპლი

ოდესის მერი - რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ოდესას დრონების გამოყენებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის განცხადებით, რუსების იერიშის შედეგად ხანძარი მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტრუხანოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესაზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.