უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში გაემგზავრება „სამშვიდობო გეგმის“ განსახილველად – Politico

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი დღეს ამერიკაში ჩადის, სადაც უკრაინული დელეგაცია ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან „სამშვიდობო გეგმის“ დეტალებს შეიმუშავებს.
ზელენსკიმ გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დელეგაციას პირადად უმეროვი უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა გაათავისუფლა თავისი მთავარი მრჩეველი ანდრეი ერმაკი – დასავლეთთან კოორდინაციის საკვანძო ფიგურა.
Politico-ს ინფორმაციით, ზელენსკის მოთხოვნა ნათელია: სამშვიდობოს პროცესთან დაკავშირებული ნაბიჯები სწრაფად და კონკრეტულად უნდა დაიგეგმოს. ფლორიდაში შეხვედრებს დაესწრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. დელეგაციაში ასევე არიან უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. შემდგომი ნაბიჯები ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღებულ შედეგებს დაეყრდნობა.
ტრამპი აცხადებს, რომ მისი „სამშვიდობო გეგმა“ საბოლოო დოკუმენტი არ არის და მოლაპარაკებებისთვის სივრცე რჩება.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უიტკოფი მომავალ კვირაში მოსკოვსაც ეწვევა. ვიზიტი სკანდალის ფონზე მზადდება – გავრცელებული ჩანაწერებით, იგი რჩევებს აძლევდა კრემლის მაღალჩინოსანს ტრამპთან მოლაპარაკებების სტრატეგიის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს