ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი ფაქიზი პუნქტი დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს

თეთრი სახლი აცხადებს, რომ უკრაინის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი ფაქიზი პუნქტი დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს

აშშ-მ უკრაინასთან და რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „უზარმაზარ წინსვლას“ მიაღწია, თუმცა ზოგიერთი მგრძნობიარე დეტალი დამატებით მოლაპარაკებებს მოითხოვს, განაცხადა, Reuters-ის თანახმად, თეთრმა სახლმა 25 ნოემბერს.
„არსებობს რამდენიმე ფაქიზი, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც უნდა მოგვარდეს და რომელიც უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ტელეკომპანია CBS-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ორ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო პროცესის განსახილველად დენიელ დრისკოლი, აშშ-ის არმიის მდივანი, აბუ-დაბიში რუსეთის წარმომადგენლებს 24 ნოემბერს, საღამოს შეხვდა და შეხვედრებს დღეს, 25 ნოემბერსაც განაგრძობს.
გამოცემა Politico-ს წყაროების ცნობით, დრისკოლმა აბუ-დაბიში ჩაიტანა უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული გეგმის ის ვარიანტი, რომელიც 23 ნოემბერს ჟენევაში შეათანხმეს უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისას.
გამოცემა Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, დენიელ დრისკოლი აბუ-დაბიში გეგმავს შეხვედრას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილო ბუდანოვთანაც. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საკითხზე დაზვერვის სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.